www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: დაზოგე.ჯი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

კომპანია "Dazoge.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 600 ლარიდან, ზრდის პერსპექტივით.
შტატში აყვანამდე კანდიდატები გაივლიან ერთ თვიანი ანაზღაურებად (400 ლარი) სტაჟირებას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე, ყოველ მე-2 კვირას 5 სამუშაო დღე).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** იზრუნოს ვებ-გვერდზე პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე;
** გამავალი ზარების განხორციელება გაყიდვების პროცესის დასასრულებლად;
** ონლაინ განვადების შევსება და ონლაინ ჩათის მართვა;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო ან სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სასურველია უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი;
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@dazoge.ge არაუგვიანეს 2020 წლის 20 მარტისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "sales consultant". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |