www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ვილა მოსავალი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "ვილა მოსავალი", რომელიც ცნობილია ბაზარზე საუცხოო და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით, ნატახტარში ახორციელებს ახალ პროექტს სასტუმრო რეზორტს, რომლის გახსნა იგეგმება მაისის თვეში.

ვეძებთ შრომისმოყვარე, ენერგიულ, მიზანდასახულ კადრებს, რომელთა ამბიცია არის
კომპანიისა და პირადი კარიერის განვითარება.

სასტუმრო "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას: მზარეულის დამხმარე

მდებარეობა: ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** პროდუქტის მიღება, დამუშავება და შენახვა დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** კერძების მომზადება ტექნოლოგიური სტანდარტებისა და დადგენილი კალკულაციების შესაბამისად
** ზედამხვედველის სხვადასხვა მითითებების გათვალისწინება
** საუზმის მომზადება/გაწყობა დადგენილი სტანდარტის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა
** გუნდურობა
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა
** პოზიტიურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@villamosavali.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |