www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.



შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება ძირითადი საშუალელების ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, ბასს16 სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

მოვალეობები:

** ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
** შესყიდული ძირითადი საშუალებების პროგრამული ასახვა;
** ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების გადაადგილების, ჩამოწერა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება;
** ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 11 აპრილამდე გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |