www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: HouseOn
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

კომპანია "HouseOn" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ვინ ვართ:

"HouseOn" არის ახალგაზრდა და თანამედროვე კომპანია, სადაც თითოეული თანამშრომელი ოცნებობს და არ იშურებს ენერგიას, რომ "გააჭკვიანოს" ყველა სახლი საქართველოსა და მეზობელ რეგიონებში.

ვის ვეძებთ:

ვეძებთ გუნდის მხიარულ და ენერგიულ წევრს, ვინც სიამოვნებით ითავებს "ჰაუსონის" ხმის გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით. ვისაც ერთი სული ექნება, რომ მთელ საქართველოს (და არა მარტო) გააცნოს ჩვენი სერვისები და პროდუქტები; სიგიჟემდე იქნება შეყვარებული თანამედროვე სმარტ ტექნოლოგიებზე და დაუოკებელი შინაგანი წვა არ მოასვენებს, სანამ სხვებსაც იგივენაირად არ შეაყვარებს მათ.

რა უნდა აკეთოს:

** გაავრცელოს ინფორმაცია და გაზარდოს გაყიდვები რეალურ, სატელეფონო თუ ციფრულ სამყაროში
** პოტენციურ ან/და არსებულ მომხმარებლებს ენთუზიაზმით დაუკმაყოფილოს პროდუქტების შესახებ ცნობისმოყვარეობა და უპასუხოს ყველანაირ სამომხმარებლო შეკითხვაზე
** მოამზადოს და ჩაატაროს გულანთებული პრეზენტაციები სერვისებისა და პროდუქტების შესახებ
** იყოს მოწესრიგებული და ყურადღებიანი დოკუმენტებისა და საბუთების მიმართ.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ფიქსირებული + გაყიდვებიდან პროცენტი).

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@houseon.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |