www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების განვითარების სამსახურის სპეციალიტი
მომწოდებელი: შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

"შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი" სოფლის მეურნეობის პროექტების განმახორციელებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების განვითარების სამსახურის სპეციალიტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1360 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების პროფესიული განვითარების/ტრენინგების საჭიროების კვლევა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
** ტრენინგების მართვა - დაგეგმვა, ორგანიზება, ჩატარება, აღრიცხვა. როგორც შიდა, ისე გარე რესურსით ჩატარებული ტრენინგის შეფასების უზრუნველყოფა.
** სტაჟირების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის სასწავლო პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
** კორპორატიული აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა და ორგანიზება.
** მოტივაციის სისტემის შემუშავება.
** თანამშრომელთა შეფასების პროცესის მართვა.
** კანდიდატთა რეზიუმეების გადარჩევა და განხილვა, პერსონალის შერჩევაში მონაწილეობის მიღება.
** სააგენტოს თანამშრომლებისთვის, საჭიროების მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება.
** სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
** სააგენტოს ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა.
** ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობა.
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
** ადამიანური რესურსების მართვის/განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** მულტიფუნქციურობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის ანალიზის უნარი.
** პრეზენტაციის უნარი.
** დროის სწორად მართვის უნარი.
** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი.
** სტრესულ სიტუაციაში ადექვატური ქცევის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 17 აპრილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე info@snlg.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "HR სპეციალისტი".

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიამ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |