www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
თანდართული ფაილი: 62709_ewmi_2722706.zip
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა "იმოქმედე ახლა"

საგრანტო თანხა: $500-დან $5000-მდე
პროექტების ხანგრძლივობა: 2 კვირიდან - 2 თვემდე
განაცხადების შემოტანის ვადა: ღია

შემოიტანე საპროექტო იდეა

"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) ACCESS-ის პროექტი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს არასამთვრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო მოძრაობებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ჯგუფებს, სწრაფი რეაგირება მოახდინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისსა და გამოწვევებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს კრიზისის შემცირებისა და დაძლევისკენ მიმართულ სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:

** COVID-19-ის გავრცელების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების მინიმიზაცია
** ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
** ნაციონალური ინტერვენციების ეფექტიანობის გასაზრდელად სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა
** COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა.

საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. იდეების ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია და მისი დროულად განხორციელება - კრიტიკული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში - 3-7 დღეში განიხილავს და დაამტკიცებს.

საპროექტო იდეების წარდგენა:

დარეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და დეტალური ბიუჯეტი (დეტალურად გაწერილი ხარჯები).

არარეგისტრირებულმა სამოქალაქო ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთების/სერვისების დეტალური ჩამონათვალი შესაბამისი ფასებით და შესაძლო მიმწოდებლებით.

სწრაფი რეაგირების გრანტების ფარგლებში არ დაფინანსდება:

** ორგანიზაციების მიმდინარე პროექტები
** სერვისის პირდაპირი მიწოდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება
** ოფისის საოპერაციო ხარჯები (ქირა, კომუნალური გადასახადები, თანამშრომლების ხელფასები)
** ორგანიზაციები, რომელთა წლიური ბიუჯეტი არის $200, 000 და მეტი
** უკვე გაწეული ხარჯები

პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა EWMI ACCESS-ს უნდა წარუდგინონ მოკლე პროგრამული ანგარიში. ორგანიზაციებმა დამატებით უნდა წარადგინონ ფინანსური ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება ელექტრონულად ინგლისურ ან ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ "სწრაფი რეაგირების გრანტი". სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში ან ჩამოტვირთეთ EWMI ACCESS-ის ვებგვერდიდან (http://www.ewmi-access.org). კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მანანა ტატიშვილს, EWMI ACCESS-ის მონიტორინგისა და შეფასების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, მისამართზე mtatishvili@ewmi.org.

ACCESS-ს აფინანსსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |