www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურში ცვლის კონტროლიორი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურში ცვლის კონტროლიორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი, 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს
ანაზღაურება: 350 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

** უსაფრთხოების ნორმების და მოთხოვნების დაცვა/შესრულება;
** წინასწარ განსაზღვრული ფუნქციების და ინსტრუქციების დაცვა/შესრულება;
** წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვა/მოთხოვნა.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2020 წლის 12 აპრილამდე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ცვლის კონტროლიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |