www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
მომწოდებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"სკოლა-ლაბი" "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" (CTC) განათლების მიმართულების პროგრამაა. მისი მიზანია ქართული სკოლის განვითარების ხელშეწყობა ამ სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით და სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების პილოტირებით თუ აპრობაციით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ცხადდება ანაზღაურებადი 3 თვიანი სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევარის პოზიციაზე. სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს სამაგიდო კვლევას რამდენიმე მიმართულებით:

1. სკოლის (თვით)შეფასების და ხარისხის მართვის აპრობირებული და ეფექტიანი პრაქტიკების, ინსტრუმენტების თუ მეთოდების მოკვლევა, აღწერა და ანალიზი;
2. ორგანიზაციული სწავლისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემოს განვითარებაზე მიმართული აპრობირებული და ეფექტიანი პრაქტიკების, მიდგომებისა თუ მეთოდოლოგიების მოკვლევა, აღწერა და ანალიზი;
3. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის დანერგვა-განმტკიცებაზე მიმართული ჩარევების, მიდგომებისა თუ მეთოდოლოგიების მოკვლევა, აღწერა და ანალიზი
4. მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ალტერნატიული ფორმების (მაგალითად: დისტანციური სწავლება, შებრუნებული საკლასო ოთახი, ჰოუმსკულინგი და სხვა) შესახებ გამოცდილების მოკვლევა, აღწერა და ანალიზი.

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული მსჯელობა, თუ რომელი მიმართულებაა მისთვის საინტერესო და რატომ.

ახალგაზრდა მკვლევარის მოვალეობები:

** სამაგიდო კვლევის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** მეორეული მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** საბოლოო ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან მაგისტრი სოციალური მეცნიერების მიმართულებით, კერძოდ განათლების მეცნიერებების, სოციოლოგიის, ორგანიზაციული განვითარების და განათლების ფსიქოლოგიის მიმართულების;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** განათლების საკითხებზე მუშაობის მოტივაცია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** აკადემიური წერის უნარი;
** კვლევითი უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, არაუგვიანეს 10 აპრილისა, შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/3cYMveC

დამატებითი ინფორმაცია პროგრამაზე იხილეთ "სკოლა-ლაბის" ვებ-გვერდზე: www.ctcskolalab.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |