www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქოლ-ცენტრის სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. 56
სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
** კლიენტებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება ზარალის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
** ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის (საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება).

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სწრაფად აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |