www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / განცხადების ვადა: 23 აპრილი

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა (CSL) აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

** საჯარო სამართალი - პროფესორი: 2, ასოცირებული პროფესორი: 3, ასისტენტ-პროფესორი: 1
** კერძო სამართალი - პროფესორი: 2, ასოცირებული პროფესორი: 5, ასისტენტ-პროფესორი: 1
** სისხლის სამართალი - პროფესორი: 2, ასოცირებული პროფესორი: 2, ასისტენტ-პროფესორი: 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) პროფესორისთვის:

პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.

ბ) ასოცირებული პროფესორისთვის:

ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

გ) ასისტენტ-პროფესორისთვის:

ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნა:

კანდიდატების მიმართ დამატებით მოთხოვნას წარმოადგენს კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული;
** მოტივირებული;
** ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების და მოსმენის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ)
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
** საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
** სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები);
** სერთიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები სურვილისამებრ.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
** II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 18 მარტი 2020 წ.
საბუთების მიღება: 2020 წლის 18 აპრილიდან - 2020 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის აპრილი-მაისი
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 8 მაისი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს E-mail: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |