www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამდებობაზე.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო ადგილი: ბაგები
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, საათები შეთანხმებით
ანაზღაურება: 500-დან 615 ლარამდე (საათებიდან გამომდინარე)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ​კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პუნქტუალურობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტის კუთვნილებაში არსებული პარკინგის კონტროლი;
** დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |