www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო კვარიათი ჰილს
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სასტუმრო "კვარიათი ჰილს" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსება
** ანგარიშსწორების და სტუმრის დოკუმენტაციის წარმოება
** სტუმრების რეგისტრაცია და მიმართულების მიცემა
** შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი
** სასტუმროს სერვისებზე და ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრების მონაცემების შემოწმება
** მძღოლისთვის სტუმრების დახვედრა-გაცილების განრიგის დროულად მიცემა
** სტუმრების გასვლა-შემოსვლის განრიგის აღრიცხვა და მონიტორინგი
** ნომრების გასაღებების წესრიგში ქონა
** ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი
** სტუმრების კითხვებზე და თხოვნებზე პასუხის გაცემა
** სტუმრებისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე
დამლაგებლების ინფორმირება სტუმრების გასვლა-შემოსვლის შესახებ
** სასტუმროს სერვისების გაყიდვაზე ზრუნვა
** სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
** იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება (სასურველია სასტუმროში)
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული გამართული წერა, კითხვა, საუბარი.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
** საჭირო უნარები: ორგანიზებული, აქტიური, ენერგიული, პოზიტიური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ოპერატიული, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ასაკი: 25-დან 50-წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დამსაქმებელი უზრუნველყოფს: პერსონალის კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კვარიათი.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |