www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრონომის თანაშემწე
მომწოდებელი: მზიანი მოსავალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

შპს "მზიანი მოსავალი" საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქმიანობა; კომპანია თავად აწარმოებს და ასაწყობებს ისეთ აგროკულტურებს, როგორიცაა: კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, სტაფილო და ხორბალი.

კომპანია ფლობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველ საწარმოს და დაახლოებით 200 (ორას) ჰექტარ მიწას, ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთში, სადაც აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: აგრონომის თანაშემწე.

მოვალეობები:

** ნათესი მინდვრების ყოველდღიური მონიტორინგი;
** მცენარეთა დაავადებების პრევენცია და კონტროლი;
** აგრო-ღონისძიებების ჩატარების დროს, როგორიცაა: ხვნა-თესვა, წამლობა, მოსავლის აღება, გამარგვლითი სამუშაოები და ა.შ. ჩართულობა და დახმარება;
** მუშის პოზიციაზე დაქირავებული თანამშრომლების ზედამხედველობა;
** დასაწყობებული ბოსტნეულის შენახვის პირობების კონტროლი;
** ჩართულობა სხვა აქტივობებში.

მოთხოვნები:

** აგრარული უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)
** მინდორში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტრაქტორის მართვის ცოდნა
** მართვის მოწმობა, ბ კატეგორია.
** სალაპარაკო ენები: ქართული და რუსული; ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს დაუზარელი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სურდეს ახალი მიმართულებების ათვისება.

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
დამატებითი შეთავაზება: ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავით ან ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, კორპორატიული ტელეფონი;
სამუშაო ადგილი: ბოლნისი, სოფელი სავანეთი
გამოსაცდელი ვადა: 2+4 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 577 678 879 და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Maia.Lobjanidze@frixx.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |