www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ყვარელი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით
** უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილებას
** MS Excell- ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** შრომისმოყვარეობა, დროის მართვის უნარი
** სხარტი და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული
** გუნდური მოთამაშე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
** რეალიზაციის დოკუმენტების გამოწერა და კონტროლი
** საგადასახადო ა/ფ გამოწერა და კონტროლი
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შედარება და კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და გადარიცხვების განხორციელება
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი ბუღალტერი" წერილის თემის გრაფაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |