www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სანდო მრჩეველი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"სანდო მრჩეველი" წარმოადგენს იურიდიულ და აუდიტორულ კომპანიას,
რომელიც სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უწევს იურიდიულ და აუდიტორულ მომსახურებას.

შპს "სანდო მრჩეველი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00
ანაზღაურება: 600 ლარიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურე კომპანიების იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა
** კომპანიებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა
** სამართლებრივი დავების მართვა
** კომპანიისა და მისი კლიენტების სახელით ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაცის მომზადება, აღრიცხვა და სათანადო რეესტრის წარმოება
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი შენიშვნების/შესწორებების შეტანა
** იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინსტრუქციების წესდებების, შინაგანაწესების, პარტნოირთა კრების ოქმების და სხვ. შედგენა/მომზადება
** კომპანიისა და მისი კლიენტების შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის პერიოდული შემოწმება/შესაბამისობაში მოყვანა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
Sandomrcheveli2019@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |