www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 40 საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრში მოსულ კლიენტებთან ურთიერთობა და ავტომობილის შეფასების პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და სწავლება, პროფესიული განვითარება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და სათავო ოფისთან კომუნიკაცია. ანგარიშგებების მომზადება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** კომპანიის ტექნიკური პერსონალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** სერვის ცენტრების მიერ ინსპექტირების პროცედურების, სტანდარტების, აღჭურვილობის სწორად გამოყენების და ინსპექტირების შედეგების მართებულობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მენეჯერის ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მენეჯერულ ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია, ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით);
** სასურველია, საავტომობილო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, ავტომობილების კონსტრუქციისა და მათი აგებულების თავისებურებების ცოდნა;
** ტექნიკური ინსტრუქციების კითხვისა და გამოყენების უნარი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2020 წლის 01 ივნისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი - "სერვის ცენტრის მენეჯერი" - ფოთი.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |