www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ტექნიკური ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** სერვისების არქიტექტურულ დაგეგმარებაში/კორექტირებაში მონაწილეობა
** Unit ტესტირების სცენარების შემუშავებაში მონაწილოება
** სერვისების ხარისხის/არქიტექტურის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება
** არსებული სისტემების ანალიზი/გაუმჯობესება
** ინფორმაციის შეგროვების მიზნით შეხვედრები პროექტების მენეჯერთან/შემსრულებელთან (მათ შორის დამკვეთთან) და შეხვედრების დოკუმენტირება
** გასაუბრება დამკვეთთან
** არსებული დოკუმენტაციის შესწავლა
** ინფორმაციის გადამოწმება შემსრულებელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
** ბიზნესს პროცესების ვიზუალური (დიაგრამული) ასახვა
** მოგროვებული ინფორმაციის ანალიზი
** სერვისის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
** ანალიზის შედეგების შეჯამება, დოკუმენტირება და პროექტის მენეჯერთან (მათ შორის დამკვეთთან) და შემსრულებელთან შეთანხმება
** დანერგვის ხელშეწყობა
** ტესტირების პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო საქმიანობის დაგეგმვა
** მონაწილეობის მიღება შემსრულებელთან დანერგვისთვის ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვასა და საჭირო რესურსის განსაზღვრაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** დეველოპერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
** მონაცემთა ბაზების სტრუქტურის ცოდნა
** SQL-ის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები:

** ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანმიმართული, ორგანიზებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |