www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სენდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

"სენდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები) + პროცენტი გაყიდული სერვისებიდან
სამუშაო ადგილის რაოდენობა: 1 (ერთი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული სერვისების ზედმიწევნით ცოდნა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმართვა;
** პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტების დაგეგმვა და მომსახურების შეთავაზება;
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კომპანიისა და სერვისების შესახებ, სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://sandy.ge

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე ფოტო სურათით, გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@sandy.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |