www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ახალციხეში.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** "Zoommer"-ის პროდუქციის პრეზენტაცია;
** კონსულტაცია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და მათ შორის განსხვავებების შესახებ;
** კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ახალციხე
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრეინინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერიული წინსვლის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი ახალციხეში".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |