www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

YIC აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანაა ინგლისური ენის B1/B2 დონეზე მცოდნე თანამშრომლების მომზადება C1/C2 დონეზე, რაც შეიძლება სწრაფად;

უპირატესობა მიენიჭება ძლიერ და გამოცდილ სპეციალისტებს, მიუხედავად მათ მიერ მოთხოვნილი ანაზღაურებისა (შესაბამისი სერტიფიკატები სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი);

სასურველია ინგლისურ ენაზე სამეცნიერო ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება;

გაკვეთილების დროები, რაოდენობა, ფორმატი და ანაზღაურება - შეთანხმებით.

სამუშაო ადგილი: არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (კორონავირუსის კრიზისის ბოლომდე) შერჩეული კანდიდატი დროებით იმუშავებს დისტანციურად, მოგვიანებით კი ნაწილობრივ ან მთლიანად ოფისიდან, საჭიროების მიხედვით.

ოფისი მდებარეობს მეტრო დელისიდან 300 მეტრში;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე და ანაზღაურების პირობები შემდეგ მისამართზე: youthinnovativecenter@gmail.com

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ "ინგლისური ენის მასწავლებელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |