www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

"ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას "საქართველოს ბანკის" ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: hr@fbureau.ge და "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი თბილისში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |