www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: CNC - რუტერის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს CNC - რუტერის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობებია:

** CNC მანქანა დანადგართან მუშაობა
** საწარმოო ოპერაციების შესრულება საწარმოო სქემის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** სასურველია ავეჯის სპეციფიკის ცოდნა;
** ძირითადი ნედლეულის სპეციფიკაციების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობის მაღალი შეგრძნება.

განიხილებიან როგორც გამოცდილი, ისე გამოუცდელი ახალგაზრდები. დამწყები კადრის შემთხვევაში ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს, ხოლო უმცროსი ოსტატის პირველ საფერხურზე გადასვლის შემდგომ ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს.

კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებსა და სხვა დეტალებზე საუბარი მოხდება უშუალოდ გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Lmelitauri@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - შაბათი 09:00 - 18:30

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
http://www.Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |