www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Smarter.ge
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"სმარტერი" პირველია იმ კომპანიათა შორის, ვინც ჭკვიანი სახლის ინოვაციური გადაწყვეტილება ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომი გახადა. "სმარტერი" ახორციელებს ნებისმიერი შენობა ნაგებობის სრულ ავტომატიზებასა და დისტანციურ მართვას.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ "სმარტერი" შედის "სმარტ გრუპის" ბიზნეს ჯგუფში, რომელიც აერთიანებს ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულების მომუშავე სხვადასხვა კომპანიებს.

"სმარტერის" შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://smarter.ge/ge/about-us

კომპანია "სმარტერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე. აღნიშნულ პოზიციაზე მოიაზრება ახალგაზრდა მოტივირებული თანამშრომელი, რომელიც შეძლებს გაყიდვების სტრუქტურის ჩამოყალიბებას, კონტროლს და კომპანიასთან ერთად განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების დივერსიფიცირება და სათანადო სამიზნე აუდიტორიის შერჩევა.
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და B2B მოლაპარაკებების წარმოება.
** გაყიდვის შემდგომი პროცესის მართვა.
** სხვადასხვა მიმართულების შეთავაზების მომზადება.
** საცალო გაყიდვების ოპტიმიზაცია.

კვალიფიკაცია და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი - პროექტის მართვის უნარი.

ანაზღაურება:

** პირველი 3 თვე - 800 ლარი + ბონუსი
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ - 1000 ლარი + ბონუსი.

თუ თვლით, რომ ხართ "სმარტერი" და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: d.abuladze@smarter.ge არაუგვიანეს 15 ივნისისა. გაითვალისწინეთ, რომ უნდა მიუთითოთ "subject" ველში ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |