www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნოსერვისი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სერვის ცენტრი "ტექნოსერვისი" წარმოადგენს საყოფაცხოვრებო, აუდიო-ვიდეო და სხვა ელექტრონული ტექნიკის მწარომებელი მრავალი ბრენდის ავტორიზებული სერვის ცენტრს, საქართველოში. კომპანია დააარსების დღიდან (2004 წ) უზრუნველყოფს სხვა და სხვა ბრენდების გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, კერძოდ:საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის დაზიანებების დიაგნოსტიკას, შეკეთებას, მონტაჟს და ა.შ.

სამუშაოს დასახელება: ქოლ ცენტრის ოპერატორი/ქოლცენტრის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 დან 19 სთ-მდე; შაბათი 11 დან 18 სთ მდე.
ანაზღაურება: 600 ლარი
გამოსაცდელი ვადა: ერთი თვე, ანაზღაურებადი, ხელფასის 70% ის ოდენობით

მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** სერვის ცენტრის ცხელ ხაზზე შომოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, შეკვეთების მიღება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პირველადი სატელეფონო კონსულტაციის გაწევა-ნივთის გამოყენების წესებთან დაკავშირებით
** შესაკეთებლად შემოსული ნივთების მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის
** ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად(წერა;მეტყველება თავისუფლად)
** სასურველია შესაბამის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** ასაკი: 20-32 წელი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** სხარტი აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და ასევე გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა მოვალეობის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი 2020 წელი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე info@technoservice.ge და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |