www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექთანი-ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ლაბორატორია "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი" აცხადებს ვაკანსიას ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული/ნახევარი განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
** სადეზინფექციო და გასაუვნებელი ხსნარების დამზადება. შესაბამის სამუშაო ადგილზე მათი გადანაწილება;
** ლაბორატორიული ცენტრიფუგის, სტერილიზატორის, თერმოსტატის, საშრობი კარადის, გამოხდილი წყლის აპარატის, ავტოკლავის მუშაობის აღრიცხვა და მათი დოკუმენტირება;
** ყოველდღიურად გახარჯული სამედიცინო და არასამედიცინო მასალის აღწერა და აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** ლაბორატორიის გენერალურ და მიმდინარე დასუფთავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელფოსტაზე medicalworlddiagnostic@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ "ექთანი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |