www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საველე ზედამხედველი
მომწოდებელი: პროექტი უდაბნო
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

პროექტი "უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას საველე ზედამხედველის პოზიციაზე, კახეთში, საგარეჯოს რაიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად აკონტროლოს აგრო ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობა, როგორც ერთ წლიან ისე მრავალწლიან კულტურებზე (ნუში, კენკრა, ვენახი, ბოსტანი);
** ზედამხედველობა გაუწიოს მის პასუხისმგებლობაში მქონე ნაკვეთის მორწყვას, აკონტროლოს ნიადაგის ტენიანობა და მართოს სასუქების შეტანის პროცესი;
** ზედამხედველობა გაუწიოს მცენარეების ზოგად ზრდა-განვითარებას, მათ დაავადებებსა და საჭიროების შემთხვევაში პესტიციდებით უზრუნველყოფას;
** იყოს ჩართული მოსავლის აღების პროცესსა და ხარიხის მონიტორინგში;
** მონაწილეობა მიიღოს მცენარეების დათესვისა და დარგვის პროცედურების მონიტორინგში;
** სწორად და ეფექტურად გადაანაწილოს საველე სამუშაოებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი და აკონტროლოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
** ყოველდღიურად აწარმოოს რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან;
** წარმართოს ბაღში სამუშაოები აგრო კალენდრის მიხედვით.

საჭირო უნარები:

** განათლება შესაბამისი მიმართულებით (სასურველია უმაღლესი განათლება);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ( ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ივლისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |