www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიუილი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Prime Legal
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

საქართველოში ინოვაციური პლატფორმის მქონე იურიდიული კომპანია "Prime Legal", წარმოადგენს მაღალკვალიფიციური იურისტებისა და ადვოკატების გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

კომპანია "Prime Legal"- ის გაყიდვების ჯგუფი ეძებს მხოლოდ მოტივირებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ, კიდევ რამდენიმე ჯგუფის წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ:

** ხარ ენერგიული, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური,
** მეგობრობ ინტერნეტთან და შეგიძლია მისი გამოყენება მიზანმიმართულად,
** ფიქრობ რომ ვერბალური და სატელეფონო კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა და
** გაქვს გაყიდვების უნარი და მოტივაცია,

მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

** შემოუერთდი ახალგაზრდა, მოტივირებულ და პოზიტიურ გუნდს,
** გამოავლინე შენი შესაძლებლობები,
** განვითარდი და მიაღწიე წარმატებებს.

ჩვენი კომპანია გაძლევთ ამის საშუალებას!

მთავარია შეძლო:

** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მომხმარებელთან;
** დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიის სერვისის პრეზენტაცია და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრული კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობისა და დარწმუნების უნარის ქონა;
** მოწესრიგებული, პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ენერგიული, შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, "Prime Legal" გთავაზობთ:

** კადრების პროფესიულ გადამზადებას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** და რაც ყველაზე მთავარია - ყოველდღიურ პოზიტიურ განწყობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@primelegal.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "Prime Legal" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახება 3 წლის განმავლობაში.

"Prime Legal" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |