www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სექტორი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

დეველოპერული კომპანია "სექტორი" ორიენტირებულია სივრცით განვითარებაზე, რაც მოიცავს თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობილ ხარისხს, ეკოლოგიას, კომფორტს, უსაფრთხოებას. კომპანია წარმოადგენს 100%-ით ქართულ კაპიტალს.

კომპანიის მთავარი პრინციპებია:

** საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა
** ნდობა
** ხარისხი
** პროექტების სწრაფი განხორციელება

დეტალური ინფორმაციისთვის:

https://www.facebook.com/pg/geosectors/about/
http://www.sc.ge/

"სექტორი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის შესწავლა;
** კომპანიის PR სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად;
** კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება;
** საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** პრეზენტაციების, პრესრელიზების და ოფიციალური წერილების მომზადება;
** PR შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
** კომპანიის მენეჯერის მოთხოვნის საფუძველზე Report-ს შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (პრიორიტეტად ჩაითვლება ტელე-რადიო და სხვა მედია საშუალებებში მუშაობის გამოცდილება);
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** კრეატიული;
** ემოციური ინტელექტი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00 საათამდე (ორშ-პარ)
** შაბათი 10:00-14:00 საათამდე

ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |