www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** გზავნილების საოპერაციო ქსელისა და მასზე მასშტაბური მონიტორინგის ორგანიზება (დანიშნულების ადგილიდან ადრესატამდე);
** გზავნილების მარშრუტების სისტემის ორგანიზება, დროში ოპტიმიზაცია და რეკომენდაციების მიხედვით, კორექტირების შეტანა;
** ოპერაციების კვლევა - თითოეული ოპერაციის სისტემური მონიტორინგი, შეფერხების მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა;
** პერიოდული ანგარიშგებების წარმოება განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
მუდმივი თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხოელ გადამზიდავ პარტნიორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსხვილ გადამზიდავ კომპანიაში აღნიშნულ ან მონათესავე მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება (განიხილება მსხვილი სადისტრიბუციო ქსელის გამოცდილებაც);
** საქმიანი ურთიერთოებების წარმოების გამოცდილება;
** უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მართვის ან მენეჯმენტის სფეროში;
** ანალიტიკური აზროვნება და გამართული ტექნიკური უნარები (advanced Excel) ;
** უცხო ენების კარგი ცოდნა (რუსული, ინგლისური);

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გამართული საკომუნიკაციო უნარები;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.

სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი - შაბათი).

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 17 ივლისამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge; სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: ოპერაციების მენეჯერი

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |