www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბადაგონის სახლი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

შპს "ბადაგონის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ახალი, თანამედროვე, დახვეწილი, უპრეცედენტო, პროგრესული კონცეფციის სარესტორნო პროექტი "Si certo wine bar & restaurant" (თბილისის ცენტრში, ისტორიული ადგილმდებარეობით) გაძლევს შანსს გახდე უნიკალური პროექტის თანამონაწილე და იწვევს სამუშაოდ პროფესიონალ ბარმენს.

თქვენ:

** გაქვთ ბარმენად მუშაობის წარმატებული გამოცდილება რესტორნებში და კლუბებში;
** იცით მიქსოლოგიის საფუძვლები და ბარის ტენდეციები;
** იცით როგორ გაუკეთოთ ორგანიზება ბარში მიმდინარე პროცესების მართვას;
** ხართ სტუმართმოყვარე და კომუნიკაბელური;
** ხართ დადებითი და ყველაფერში ეძებთ პოზიტივს;
** თქვენთვის მუშაობის შედეგი უნდა იყოს საინტერესო ვიდრე პირადი ამბიცია;
** უნდა შეძლოთ ნებისმიერი კონფლიქტის პრევენცია;
** შეგიძლიათ მუშაობა გუნდურად;
** ინგლისური, როგორც უპირატესობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** თქვენი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად მაღალ ანაზღაურებას;
** სამუშაო ფორმას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას სამუშაო ცვლის შემდეგ;
** სწავლა- განვითარებას ევროპის საუკეთესო ბარმენებთან:
** ოფიციალურ დასაქმებას
** % ბარის ბრუნვიდან

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (სასურველია ინგლისურ ენაზე) ფოტოსურათით ელ.ფოსტის მისამართზე: andysark96@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |