www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიაში
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

სადაზღვევო კომპანია "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს სტაჟირებას ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტერიის მიმართულებაში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ევ.მიქელაძის 1-ბ

ფუნქცია მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** საოფისე პროგრამების, Excel და Word-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გპირდებით:

** სტუდენტზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
** მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაბილურ, საინტერესო და განვითარების უპირობო პერსპექტივის მქონე სამუშაო ადგილს

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |