www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: 68039________________________________________________4302240.pdf
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებას ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტერი

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ანგარიშვალდებულ პირებზე არსებული ნაშთების კონტროლი;
** საწყობის ოპერაციების კონტროლი;
** სასაქონლო მარაგებზე ოპერაციების შესრულება;
** საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** არარეზიდენტების მომსახურებების ბუღალტრული გატარებების შესრულება, შესაბამისი სერტიფიკატების მოთხოვნა;
** კრედიტორების გადაკონტროლება, ღია დოკუმენტების არარსებობაში დარწმუნება;
** კრედიტორების შედარებების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ძირითადი საშუალებების ოპერაციები - ფილიალებს შორის მოძრაობა, ცვეთა, გადაფასება, ჩამოწერა, მარაგებად დაშლა;
** ანგარიშვალდებულ პირებზე არსებული ნაშთების კონტროლი;
** ახალი შესყიდვების ხელშეკრულებების გაცნობა, საპ-ში მისი სრულყოფილად დაფიქსირების უზრუნველყოფა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** საბუღალტრო განხრით განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარჩვევები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook
** სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |