www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას სამეგრელოში, ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: სამეგრელო/დარჩელი-განმუხური
ანაზღაურება: 1500-დან 7000 ლარამდე, შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება;
** ინჟინერ-მშენებლად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, ArchiCAD, AutoCAD);
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** მოზიდული პროექტების შესაბამისად დამკვეთთან ურთიერთობების განვითარება, შესასრულებელ სამუშაოებზე ანგარიშების წარდგენა, დასრულებისას შესაბამისი დოკუმენტაციით მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა.
** დაკვეთის მიღების შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება.
** სამშენებლო ობიექტზე მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
** სამშენებლო ობიექტის შესაბამისი სამშენებლო მასალით უზრუნველყოფის ორგანიზება და ზედამხედველობა.
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით და მის შესაბამისად.
** სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პერსონალის სამუშაოს აღრიცხვა და მათი ტაბელირება.
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა.
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოების და წარდგენის უზრუნველყოფა.
** დამკვეთისთვის მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე სამშენებლო პროცესისა და ფინანსური საკითხების შესახებ.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული СV ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@cs.ge 2020 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |