www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ოფიცერი - დროებითი კადრი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების დეპარტამენტში მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

ვაკანსია არის დროებითი და გულისხმობს თანამშრომლის დეკრეტული შვებულების პერიოდში დასაქმებას.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: 400 ლარი+ ბონუსი

სს "მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე, რომელიც წარმოდგენილია ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით. ორგანიზაცია "მისო ევრო კრედიტი" გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება;
** სესხის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;
** პორტფელის მართვა/მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, განიხილებიან ახალ კურსდამთავრებული სტუდენტებიც.
** სასურველია საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომსახურების ოფიცერი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |