www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: ალიანს კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ალიანს კონსთრაქშენ", პროექტისთვის "Twin Towers" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

"Alliance Construction GmbH" ახორციელებს უნიკალურ პროექტს "Twin Towers Residences". აღნიშნული პროექტი გულისხმობს მსგავსი ტიპის ერთადერთ რეზიდენციას თბილისის ცენტრში, სადაც მხოლოდ 1 ბინის ყიდვით თქვენ სარგებლობაში ღებულობთ დამატებით 14 ოთახს. "Twin Towers Residences" წარმოადგენს მტკვრის ნაპირზე, downtown-დან - თბილისის ძველი ცენტრიდან სულ რაღაც 750 მეტრში მდებარე, ერთმანეთთან საერთო გალერეით შეერთებულ ორ ოცსართულიან შენობას მოდერნის სტილში.

ვალდებულებები:

** ობიექტის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნა;
** რენდერების მომზადება;
** ობიექტისა და მასში მოძრავი პირების ვიზუალიზირება;
** ესკიზური ნახაზების მომზადება და 3D ვიზუალიზაცია;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
** პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე ავეჯის დიზაინი და მასალების შერჩევა;
** ესკიზში გარანტირებულად ხელმისაწვდომი მასალის, ავეჯის და აქსესუარების გამოყენება ან ალტერნატიული გზების მოძიება;
** დირექტორისა და ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება - არქიტექტურის/დიზაინის/ურბანისტიკის მიმართულებით;
** 3D მოდელირება და რენდერინგი;
** ხაზვა CAD პროგრამების გამოყენებით;
** ბაზარზე არსებული მოსაპირკეთებელი/დეკორაციული მასალების შესახებ ინფორმაცის ფლობა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა;
** ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სამუშაო პირობებს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ კოლექტივს;
** თქვენი შრომისა და შედეგების დაფასებას.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, თქვენი CV (სასურველია რუსულ ენაზე), პორტფოლიოსთან ერთად, გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@allianceconstruction.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |