www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში იურისტის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში
** სასარჩელო დოკუმენტაციის მომზადება
** კომპანიის წინაშე არსებული დავალინებების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ღონისძიებების წარმოების ინიცირება და მართვა
** დავის მხარეებთან, ასევე კომპანიის წინაშე ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება
** სამართლებრივი დასკვნის მომზადება დასმულ საკითხებთან დაკავშირებით
** კომპანიის კლიენტებთან, მომწოდებლებთან, სხვადასხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობის მქონე ფიზიკურ და იურიდულ პირებთან ხელშეკრულებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (მიკროსაფინანსო და/ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
** სააღსრულებო და საპროცესო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |