www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტომატოლოგიური შემთხვევების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური შემთხვევების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** სტომატოლოგიური სადაზღვევო შემთხვევების შესწავლა, დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა;
** სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და თანხის გადარიცხვა;
** კლინიკებთან და დაზღვეულთან კომუნიკაცია, დაზღვეულთათვის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილებების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ტიპის (სამოგზაურო დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და ონკო დაზღვევა) სადაზღვევო შემთხვევების მართვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება სტომატოლოგად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტომატოლოგიური შემთხვევების მომსახურების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |