www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორანტი ბეტონის ქარხანაში
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეტონ კომპანი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ბეტონის ქარხანაში ლაბორანტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი მასალათმცოდნეობაში, ქიმიურ ინჟინერიაში ან მსგავსი კომპეტენცია;
** სამუშაო გამოცდილება ბეტონის წარმოებაში;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა (სავალდებულო);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** საშენი მასალების ტესტების ცოდნა გარკვეულ დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს, რომ ლაბორატორიული ტესტების შედეგები იყოს სანდო და პირები, რომლებიც ატარებენ ტესტირებას იყვნენ სათანადოდ მომზადებულები;
** ჩაატაროს ანალიზი, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ნედლეული და საბოლოო პროდუქტები შიდა ნორმებს და სპეციფიკაციებს;
** პასუხისმგებელია: სტანდარტების და პროცედურების დაცვისთვის, ნიმუშების აღებისას, მომზადებისას და ანალიზის შედეგებისთვის;
** შეამოწმოს და ანალიზი გაუკეთოს ინფორმაციას;
** დაეხმაროს ლაბორატორიის თანამშრომლებს შედეგების ინტერპრეტაციაში;
** უზრუნველყოს ლაბორატორიის აღჭურვილობის სამუშაო კონდიციებში შენარჩუნება;
** შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამებიან საბოლოო პროდუქტები კომპანიის სპეციფიკაციებს და სტანდარტებს;
** მართოს ყოველდღიური ხარისხის მართვის პროგრამა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა;
** სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.

კომპეტენტურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (3x4 ფორმატში), შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@gbco.ge 2020 წლის 10 აგვისტომდე.

ელ.ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |