www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე ერთ-ერთ წარმატებულ სამშენებლო კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** TOP მენეჯმენტთან ერთად კომპანიის განვითარებისთვის ეფექტური საოპერაციო და ფინანსური სტრატეგიის შემუშავება;
** საოპერაციო ბიზნეს პროცესების ანალიზი და განვითარება;
** კომპანიის ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და მონიტორინგი, სამუშაოს ხარისხიანი შესრულებისა და მაქსიმალური ფინანსური ეფექტის მისაღწევად;
** ფინანსური და საოპერაციო შედეგების ანალიზი; საოპერაციო მაჩვენებლების (KPI) სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა;
** თანამშრომლების სამოტივაციო სისტემების ანალიზი და დანერგვა;
** ბაზარზე არსებული სიტუაციის მუდმივი ანალიზი და საპასუხო სტრატეგიების დასახვა;
** კომპანიის საოპერაციო და რეპუტაციული რისკების ანალიზი და მართვა;
** მიმდინარე პროექტების ხარისხიანად და დროულად დასრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის ადამიანური რესურსების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი პროცესების მართვა;
** საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** თვიური და წლიური რეპორტინგი TOP მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საოპერაციო/აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას);
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ლიდერული უნარ-ჩვევები.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ.
** ანაზღაურების დიაპაზონი - 4500 - 5500 ლარი.
** ბენეფიტები: ბონუსი შესრულებული სამუშაოს შეფასების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/123

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |