www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Armani Exchange
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

"ჯიორჯიო არმანის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას "Armani Exchange"-ის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;
** საჭიროების შემთხვევაში, სალარო აპარატთან მუშაობა.
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენის ცოდნა: რუსული და ინგლისური, სასაუბრო დონეზე
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 35 წლამდე.

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 6 დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nabu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი".

გთხოვთ, თქვენს რეზიუმეს დაურთოთ სამოტივაციო წერილი და ფოტოსურათი. რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |