www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდამჭერი
მომწოდებელი: ITCS
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

"ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდამჭერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

კომპანია უკვე 15 წელია ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით. დამკვეთები სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები არიან. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.itcs.com.ge

კომპანიის ადმინისტრაციული სამსახური ამ დროისთვის სრულად გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და რეკრუტინგის ყველა ეტაპი განხორციელდება ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.

ძირითადი მოთხოვნები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით.
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

კანდიდატებს, ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული პოზიციის მოვალეობაში შედის აუთსორს კომპანიის კლიენტების სიაში არსებული ორგანიზაციებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე გასვლით. ადგილზე გასვლის ხარჯებს ანაზღაურებს კომპანია. პოზიციის სპეციფიკაციიდან გამომდინარე სასურველი ასაკობრივი ჯგუფი 21-30 წლებია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლები ერთი წელი
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2007, 2010, 2013 ცოდნა
** აუცილებელი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@itcs.com.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ განცხადების სახელი: "ვაკანსია ქუთაისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |