www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯ.ბ. აუდიტი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 22 აგვისტო

შპს "ჯ.ბ.აუდიტი", ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანია საქართველოშ და საერთაშორისო ჯგუფის LEA (Leading Edge Alliance)-ის წევრის, აცხადებს კონკურსს ოფისის მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამუშაოს სტატუსი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** სატელეფონო ზარების მიღება და მართვა; დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება;
** ადგილობრივი და საერთაშორისო კომუნიკაციების მართვა;
** ელექტრონული მიმოწერა, კორესპონდენციის წარმოება და საქმისწარმოების სხვა პროცედურების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სოციალური მედიის მართვა;
** ოფიციალური Facebook გვერდის მართვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობიერების გაზრდისათვის.
** კომპანიის თანამშრომელთა მომარაგება საჭირო სამეურნეო ნივთებით; მომწოდებლებთან დადებული ხელშეკურულებების შესრულების კონტროლი; მცირეფასიანი ინვენტარისა და მასალების შეძენის უზრუნველყოფა;
** შიდა დოკუმენტაციის მართვა, დოკუმენტების/ ფაილების ადმინისტრირება;
** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა აქტუალური მოქმედებების ადმინისტრირება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** სამუშაო გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური (C1) და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების და ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ფლობა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** კონფლიქტების მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ფორმით:

1. რეზიუმეს პირველადი გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
2. შერჩეული რეზიუმეს საფუძველზე აპლიკანტთან გასაუბრება.
ანაზღაურება: 800 ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Jobavatoma@gmail.com და "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |