www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი თემაზე - ფრთხილად, დეზინფორმაციაა
მომწოდებელი: ფონდი პროდემოსი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

ფონდი პროდემოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია სექტორი 3 -თან პარტნიორობით, აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს თემაზე "ფრთხილად, დეზინფორმაციაა".

საგრანტო კონკურსის მიზანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური და ეფექტიანი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და კვლევითი საქმიანობის განხორციელებისკენ.

დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლება როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება. გლობალური პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს დეზინფორმაცია და რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს მისგან გამოწვეული შედეგები.

ყალბი ახალი ამბები იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში და ზემოქმედებს ცხოვრების ყველა სფეროზე, დაწყებული ჯანმრთელობიდან და ფინანსებიდან, დამთავრებული არჩევნების შედეგებით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს (მკვლევარებს).

საგრანტო კონკურსის ვადები:

** 22 ივლისი - 9 აგვისტო - განაცხადების მიღება ელექტრონულად (იხ. ლინკი), თანდართული ბიუჯეტის ფორმით.
** 10 - 15 აგვისტო - მიღებული აპლიკაციების განხილვა და შედეგები
** 16-19 აგვისტო - ხელშეკრულებების გაფორმება და ფინანსური ტრანზაქცია
** 20 აგვისტო - 20 დეკემბერი - პროექტის განხორციელება
** 21-31 დეკემბერი - ფინანსური და პროგრამული ანგარიშის წარდგენა.

საპროექტო განაცხადის ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა/კვლევა მნიშვნელოვანი, ქმედითი და კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. პრიორიტეტი მიენიჭებათ განმცხადებლებს, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებენ პროექტის ბიუჯეტს, მოიძიებენ დამატებით პარტნიორებსა და დაფინანსების წყაროებს, ასევე მკაფიოდ აქვთ გაწერილი და გააზრებული საკომუნიკაციო გეგმა.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე grants@prodemos.ge ან ფონდი პროდემოსის facebook-ის გვერდზე http://www.facebook.com/Prodemos.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |