www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

სფეისის გუნდში ვეძებთ ბიზნეს ანალიტიკოსს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული ბიზნეს ანალიტიკოსი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

** იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
** შეაგროვებ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან, მათგან მოწოდებული დოკუმენტების ანალიზისა და ინტერვიუების საშუალებით
** შეგროვებული მოთხოვნების საფუძველზე შექმნი User Story-ებს, ბიზნეს პროცესის დიაგრამებსა და მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერას
** შეათანხმებ User Story-ებისა და ფუნქციონალურ სპეციფიკაციებს როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან
** არ უნდა გიჭირდეს ნათლად და ლაკონურად წერა და კომუნიკაცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |