www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: გალონი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

შპს "გალონი" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურთან არსებული მარკეტის ქსელში მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა, ყოველ სამ დღეში ერთხელ.
ადგილმდებარეობა: გარდაბნის რაიონი, სოფელ თელეთში არსებული შპს "გალონის" ბენზინგასამართი სადგური.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მაღალკვალიფიციური მომსახურება;
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიუხედავად, კომპანია უფასოდ უზრუნველყოფს თქვენს გადამზადებას და მარკეტის პროგრამის სწავლებას.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

სახელფასო ფონდი: ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 350 ლარს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr.gallon@gmail.com და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |