www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში.

"სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაჰყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.citycom.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას.
** შესაძლებელია როგორც ნახევარ განაკვეთზე, ასევე სრულ განაკვეთზე მუშაობა.

ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი-პარასკევი 19:00-22:00, შაბათი 12:00-20:00
ანაზღაურება: 300 ლარი და საბონუსე სისტემა.

სრულგანაკვეთიანი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა. დასვენების დღეების შერჩევა შესაძლებელია ინდივიდუალურად.
ანაზღაურება: 450 ლარი და საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტი და პოტენციური კლიენტებისათვის სერვისის შეთავაზება;
** სერვისის შესახებ ინფორმაციის დეტალური ცოდნა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** სერვისის განსაზღვრულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** აქვთ გაყიდვების/მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;
** შეუძლიათ ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია, ფლობენ რუსულ ან/და ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** აქვთ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

თუ თქვენ:

** ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური, მიზანდასახული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული,
** გაქვთ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი, შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა,

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge და სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 032 2 23 24 25.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |