www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიზური ლაბორატორიის სერვის-ინჟინერი
მომწოდებელი: ავერსი რაციონალი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

ფარმაცევტული საწარმო - შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ ანალიზური ლაბორატორიის სერვის-ინჟინერს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დანადგარების/ტექნიკური აღჭურვილობის მოძიება/შერჩევა.
** ლაბორატორიული დანადგარების/სისტემების ხარისხიანი ექსპლუატაცია.
** დანადგარების/ტექნიკური აღჭურვილობის ვალიდაცია-კვალიფიკაციის პროცესების წარმართვა, კალიბრაცია, მომსახურება და შედეგების დოკუმენტირება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** სასურველია ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი
** დიპლომის ასლი
** ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
** სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში).

ზემოაღნიშნული საბუთები წარმოადგინეთ მისამართზე: ლილო, ჭირნახულის ქ. ¹14, 10 სთ-დან 17 სთ-მდე და ადგილზე შეავსეთ "ანკეტა", ან გამოგზავნეთ CV მისამართზე: info.rational@aversi.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |