www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქომიუნითი მენეჯერი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

საერთაშორისო კომპანია "Envirotech"-ის ქართული ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ქომიუნითი მენეჯერის პოზიციაზე.

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით მივაღწიეთ ამ მიზანს. კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად ვეძებთ ქომიუნითი მენეჯერს, რომელმაც უნდა შეასრულოს შემდეგი:

ტელეგრამის ჯგუფის და არხის მართვა:

** მოამზადოს პოსტები ყოველდღიურად კომპანიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, შეთავაზებები, აქციები, ზოგადი სიახლეები - რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება პროექტს; მოამზადოს წესების და რეკომენდაციების ჩამონათვალი მომხმარებლების ქცევის შესახებ: რა არის ნებადართული და რა აკრძალული.
** თვალყური ადევნოს და განაახლოს აპინული პოსტები
** უპასუხოს მომხმარებლის მესიჯებს
** უზრულველყოს მონიტორინგი ჯგუფში სპამერების შესახებ და დაუყონებლივ წაშალოს, დაბლოკოს ჯგუფიდან, ასევე დაარეპორტოს რიგი ექაუნთები (იგულისხმება კლონები, რომლებიც ადმინის ფუნქციას იბრალებენ და მომხმარებელს პირად ინფორმაციას თხოვენ)
** ეცადოს, რომ დაამყაროს მომხმარებლებთან ხანგძლივი კომუნიკაცია დიალოგის პრინციპით
** ყოველთვის გამოიყენოს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სტიკერები.

ფეისბუქის მართვა:

** გვერდის ინტერფეისის გამართვა პროფესიონალურ დონეზე (ფოტო, ვიდეო, ტექსტური კონტენტი)
** პოსტების განთავსება ყოველდღიურად (მინ. 3 პოსტი დღეში)
** მიმდინარე კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება
** SEO, კონტენტ მენეჯერთან და დიზაინერთან შეთანხმებულად მუშაობა (SEO მნიშვნელობის კონტენტის მქონე პოსტებთან დაკავშირებით)
** მომხმარებელთან მყისიერი კომუნიკაცია (მესიჯები, კომენტარები, რევიუები)
** პირადი ინფორმაციის შემცველი თემების საფორთთან გადამისამართება (თუ CRM სისტემით არ ხდება კომუნიკაცია).

ლინდკინი:

** გვერდზე ბიზნეს ინფორმაციის გამართვა
** კომპანიის მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონტენტის განთავსება (პარტნიორობის, ახალი ლისტინგის, კომპანიის მდგომარეობის, დიდი კამპანიების, და მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიახლეების განთავსება)
** ქივორდების აქტიური და სწორი გამოყენება კონტენტის შინაარსიდან გამომდინარე (ერთი უნიკალური ქივორდი, რომელიც მხოლოდ კომპანიის საქმიანობას დაუკავშირდება - მაგ. "პროექტის სახელი")
** პირად ექაუნთზე ქონექშენების რაოდენობის ზრდა. შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში დამატებით პროფილების გაკეთება.
** თვეში ერთხელ 100 ქონექშენის მოწვევა ფეიჯის დასაფოლოვებლად
** კომენტარებზე პასუხის გაცემა.

თვითერი:

** ექაუნთის გამართვა
** პოსტების განთავსება ყოველდღიურად
** ქივორდების სწორი და აქტიური გამოყენება
** კომენტარებზე და მესიჯებზე დროული რეაგირება.

რევიუ სისტემის მონიტორინგი: (რეკომენდაცია: https://www.trustpilot.com/)

** რევიუების გაანალიზება და მნიშვნელოვანი პრობლემების აღრიცხვა და მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენა
** რევიუებზე სწორი და კომპანიის ინტერესებზე მორგებული პასუხების გაცემა
** ცუდი შეფასებების შემთხვევაში, კლიენტის პოზიციის გათვალისწინება და ადგილზე პრობლემის აღმოფხვრა
** ყველა შეფასებაზე რეაგირება.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები გამოგზავნეთ ელფოსტაზე: hr-envirotech@envirotech.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |