www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"თანამედროვე განათლების აკადემია" არის კერძო სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც ვქმნით ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება. აკადემიაში მიდგომები არის მოსწავლეზე კონცენტრირებული.

"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაო დატვირთვა და ხანგრძლივობა: 09.00 სთ-19.00 სთ
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.08.2020
სამუშაოს დაწყების თარიღი: 31.08.2020

სამუშაოს აღწერილობა:

** სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავება და მის განვითარებაზე ზრუნვა;
** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მართვა
** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში სწავლებისა და აღზრდის თანამედროვე მიდგომების გამოყენების უზრუნველყოფა;
** მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სკოლამდელ დაწესებულებაში ან/და სკოლაში დაწყებით საფეხურზე მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტების და შესაბამისი რეგულაციებისა ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარების მოტივაცია; კომუნიკაბელურობა, გუნდში და გუნდთან მუშაობის უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

კონკურსში მონაწილეობა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** მოკლე ავტობიოგრაფია/CV
** სამოტივაციო წერილი.

შერჩევის პროცედურა: კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება კანდიდატის მენეჯერული უნარები და გამოცდილება.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@cea.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |