www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავალი ნაწილის ხელოსანი - 2
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

კომპანია "ჯი თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილის ხელოსნის პოზიციაზე.

შპს "ჯი თი გრუპი", საქართველოში რეგისტრირებული ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: http://gtgroup.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აღნიშნული პროფილით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობა:

** დიზელის ძრავის შემოწმება, მოხსნა/დაყენება და დაშლა/აწყობა;
** ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემოწმება მოხსნა/დაყენება და დაშლა/აწყობა;
** გადაბმულობის შემოწმება და შეცვლა;
** გამანაწილებელი კოლოფის შემოწმება, მოხსნა/დაყენება და დაშლა/აწყობა;
** წინა და უკანა ხიდების შემოწმება, მოხსნა/დაყენება და დაშლა/აწყობა;
** სავალი ნაწილის შემოწმება და დაშლა/აწყობა;
** ჰიდრავლიკის სისტემის შემოწმება და დაშლა/აწყობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtgroup.ge 2020 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |